
თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სვანიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის ნაწილი ტალახითა და შლამითაა დაფარული. წუხელ, დაახლოებით 12 საათზე, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ვერე ადიდდა და თავშესაფარი დატბორა. ჯერჯერობით, უცნობია დახოცილი ძაღლების რაოდენობა, თუმცა თავშესაფარში ამბობენ, რომ ამ დროისთვის 13 მკვდარი ძაღლია ნაპოვნი.