Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

05 ივნისი, 2015 13:49

„მხარეებმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ნაფიც მსაჯულთა ისეთი შემადგენლობა დააკომპლექტონ, რომელიც ჩიხში არ შეიყვანს პროცესს“, - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ეხმაურება ლაშა მახარაძის საქმეზე სასამართლო განხილვას, რომელზეც ნაფიცმა მსაჯულებმა 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

„ყველგან, სადაც არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, დროდადრო არის ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებები, ისეთი ვერდიქტები, რომლებიც საზოგადოებაში რაღაც ეჭვს და გაუგებრობას წარმოშობს. მარტო იმის გამო, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ამ კონკრეტულ საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანეს,  არ იქნება სწორი, ვთქვათ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ ვარგა.  ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ერთბაშად უარი ვთქვათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე“, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ემხრობა ნაფიცი მსაჯულების განსჯადობის შეზღუდვას და რომ ის ყველა სახის დანაშაულზე არ უნდა გავრცელდეს.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება და რეფორმის პროცესი მიმდინარეობს. გარკვეულ ხანში წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, - ამბობს ბარამიძე.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თავად კმაყოფილია თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობით, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ამ დრომდე სრულფასოვანი სურათი არ არსებობს.

„ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან იმდენად ცოტა საქმეზე გაიმართა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გამოცდილება ვერ დაგვიგროვდა. ამიტომაც ვფიქრობთ, რაღაც არის შესაცვლელი. არ მიმაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გასაუქმებელია, თუმცა ასეც რომ ვფიქრობდე, მაინც ვერ გაუქმდებოდა, რადგან კონსტიტუციაში არსებობს შესაბამისი ჩანაწერი“, - უთხრა „ლიბერალს“ ალექსანდრე ბარამიძემ. 

რაც შეეხება ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს, მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე დანიშნა. ამის შემდეგ საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა ვერდიქტს მეორედაც ვერ მიღებს, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად მიიჩნევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^