Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI სტატისტიკას აქვეყნებს: 2014 წელს საპატრულო პოლიციამ 1 316 006 პირი დააჯარიმა

05 ივნისი, 2015 14:34

IDFI-ს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს საპატრულო პოლიციამ 1 316 006 პირი დააჯარიმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

„შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვნებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს, ხოლო 2012 წელს 140 432-ს.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, 2013 წლის მიწურულს საგზაო წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების შემცირების ფონზე 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა რაოდენობამ იმატა, ამასთან გაზრდილია ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისათვის შედგენილი ვიდეო ჯარიმების შემთხვევები.

აღნიშნულის განმაპირობებელ ფაქტორს ერთი მხრივ შესაძლებელია წარმოადგენდეს, სანქციების გამარტივების ფონზე მოქალაქეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ფაქტების გახშირება, ხოლო მეორე მხრივ საპატრულო პოლიციის მუშაობის გააქტიურება" - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბრის თვეში IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2011-2013 წლების შესაბამის პერიოდებში დაკისრებული ჯარიმების ოდენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელმაც აჩვენა რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით).

აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, 2013 წლის მიწურულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილება და მთელი რიგი საგზაო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა შემცირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^