„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა პროპორციული სისტემის ახლა ამოქმედება, მაგრამ რადგან არ გამოდის, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოლაპარაკების თემაა და მარტივი არ არის ამ რეფორმის ასე სწრაფად განხორციელება.
5 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული პრინციპით გაიმართება, ხოლო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლისთვის გეგმავენ. 2016 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად 50%-იანი ბარიერი დაწესდება.