დეველოპერულმა კომპანიამ - „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, ქავთარაძის N1-ში, სრულიად ახალი კონცეფციის, უნიკალური „m2 გალერეა“ გახსნა. „m2 გალერეაში“, 500კვ.მ. ფართობზე განთავსებულია ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვის ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის - „m2 უძრავი ქონება“ მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. „m2 გალერეაში“ შესაძლებელია „m2“-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება.
„m2 უძრავი ქონება“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას სჭირდება. სწორედ ასეთია „m2 გალერეა“, სადაც მომხმარებელს დახვდება საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი. მომხმარებელს საშუალება ექნება, შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი ბინა.
„m2 გალერეაში“, დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს - სხვა და სხვა დროს, გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. „m2 გალერეის“ მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად, გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს. „m2 გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის - გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები დაათვალიეროს.
ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ პარალელურად 4 ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს, ესენია: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.