Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადეიშვილი: „იმედში" შეჭრის დროს გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი

10 ივნისი, 2015 0:28

იუსტიიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი ის პერიოდია, როცა „ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმების პროცესი მიმდინარეობდა და სახელმწიფო ვალდებული იყო, გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა".

როგორც მან „არჩევანში" საუბრისას განაცხადა, მიტინგის დაშლის დროს არალეგიტიმურობა ცალსახად არ მომხდარა.

„ნამდვილად იყო საფუძველი. როცა საფრთხე დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემუქრება, სახელმწიფო ვალდებულია, იმოქმედოს. რიგ შემთხვევაში იყო ძალის გამოყენება გადაჭარბებულად და ამაზე რეაგირება მაშინაც მოხდა და შემდეგაც" - განაცხადა ადეიშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი ტელეკომპანაი „იმედში" შეჭრის დროს, ადეიშვილი პასუხობს, რომ გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი.

„იმის გამო, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძნელი იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის გამკლავება, მით უმეტეს მაშინ, როცა პოლიტიზაცია დიდი იყო, როცა ასეთი სიტუაციის მართვის გამოცდილება არ არსებობდა, ბუნებრივია, გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი. ძალის გადამეტებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ზიანი, რომელიც მაშინ „იმედს" მიადგა, სახელმწიფომ აანაზღაურა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს გარკვეული შეცდომები იყო" - თქვა ადეიშვილმა.

მისი განცხადებით, ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა.

„2004-შიც, 2005-შიც და 2006-შიც მონაწილეობდა პოლიტიკაში, შემდგომაც. კომუნიკაციის დონეზე ყოველთვის იყო ინფორმაცია, რომ მას პოლიტიკაში უნდოდა მოსვლა. ის გარკვეულ მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. ამას 2004-2005 წლებშიც აკეთებდა ხელისუფლებასთან ერთად და მის გარეშეც" - თქვა ადეიშვილმა.

იგი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ფაბრიკაციას უწოდებს.

„ძნელი წარმოსადგენია, რომ წამებაში ბრალდებულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, სამ ქვეყანაში იყოს მთავრობის კონსულტანტი, ჰქონდეს საშუალება, შეხვდეს სამთავრობო დონის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადოს ბევრი პროექტი. ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ძებნიდან მოხსნის შესახებ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია და არა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული" - განაცხადა მან. 

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 3 საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების, „ქართუ ბანკის“ გაკოტრებისა და 7 ნოემბრის და ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრის საქმეები, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^