Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადეიშვილი: იმიტომ დავმარცხდით, რომ „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა ვერ შევცვალეთ

10 ივნისი, 2015 1:46

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ წინა ხელისუფლებამ „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ლიბერალური პოლიტიკით შეცვლა ვერ შეძლო.

„საზოგადოება აყენებდა ახალ მოთხოვნებს, პროგრესზე იყო ორიენტირებული და ჩვენ ხანდახან პრობლემების მოგვარების მოძველებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობდით. მაგალითად, როდესაც კრიმინალი და კორუფცია დავამარხეთ, ვერ მოვახერხეთ, „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა ლიბერალური პოლიტიკით შეგვეცვალა. როდესაც უმაღლესი განათლების რეფორმის პროგრესზე ვსაუბრობდით, სასკოლო განათლების რეფორმა დავაგვიანეთ" - თქვა ადეიშვილმა „არჩევანთან" საუბარში.

მისი თქმით, ძალიან მიმზიდველი იყო ოპონენტების დაპირებებიც.

„დაპირებები ეხებოდა ჯანდაცვას, გაიაფებულ ტარიფებს, უმუშევრობის დაძლევას, უფასო განათლებას, თუმცა ამომრჩეველმა მიიღო ძალიან კარგი გაკვეთილი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო მემარცხენე დაპირებების დაჯერება შეუძლებელია. იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი ამომრჩეველი ამას გაითვალისწინებს" - თქვა ადეიშვილმა.

მისი განცხადებით, ენმ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აუცილებლად დაბრუნდება და ახალ გუნდში შესაძლოა არ იყოს ბევრი ახალი სახე. როგორც ის აღნიშნავს, თვითონ ამ ახალ გუნდში არ იქნება.

ადეიშვილის თქმით, გუნდა უარი უნდა თქვას წინა ხელისუფლების დევნის პრაქტიკაზე და ის მაგალითები გამოიყენოს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 3 საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების, „ქართუ ბანკის“ გაკოტრებისა და 7 ნოემბრის და ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრის საქმეები, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^