Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

94 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და 1 წლით დარჩენას შეძლებენ

10 ივნისი, 2015 11:48

მთავრობამ იმ ქვეყნების სია დაამტკიცა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ  შემოსვლა და ქვეყნის ტერიტორიაზე 365 დღით დარჩენა შეუძლიათ. 

მთავრობის დადგენილებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მოცემულ ჩამონათვალში სულ 94 ქვეყანა შედის, რომლებსაც ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის და 1 წლით დარჩენის უფლება აქვთ:

1

  ავსტრალიის თანამეგობრობა

2

  ავსტრიის რესპუბლიკა

3

  აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4

  ალბანეთის რესპუბლიკა

5

  ამერიკის შეერთებული შტატები

6

  ანდორის სამთავრო

7

  ანტიგუა და ბარბუდა

8

  არაბთა გაერთიანებული საამიროები

9

  არგენტინის რესპუბლიკა

10

  ახალი ზელანდია

11

  ბარბადოსი

12

  ბაჰრეინის სამეფო

13

  ბაჰამის თანამეგობრობა

14

  ბელარუსის რესპუბლიკა

15

  ბელგიის სამეფო

16

  ბელიზი

17

  ბოსნია და ჰერცეგოვინა

18

  ბოტსვანის რესპუბლიკა

19

  ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20

  ბრუნეი-დარუსალამი

21

  ბულგარეთის რესპუბლიკა

22

 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23

  დანიის სამეფო

24

  დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25

  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26

  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის        კუნძულები, კაიმანის    კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და    კაიკოსის  კუნძულები, გიბრალტარი

27

  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი,        კუნძული მენი

28

  დომინიკის რესპუბლიკა

29

  ელ-სალვადორი

30

  ეკვადორის რესპუბლიკა

31

  ესპანეთის სამეფო

32

  ესტონეთის რესპუბლიკა

33

  თურქეთის რესპუბლიკა

34

  თურქმენეთი

35

  იაპონია

36

  ირლანდიის რესპუბლიკა

37

 ისლანდია

38

  ისრაელის სახელმწიფო

39

  იტალიის რესპუბლიკა

40

  კანადა

41

  კატარის სახელმწიფო

42

  კვიპროსის რესპუბლიკა

43

  კოლუმბიის რესპუბლიკა

44

  კორეის რესპუბლიკა

45

  კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46

  ლატვიის რესპუბლიკა

47

  ლიტვის რესპუბლიკა

48

  ლიბანის რესპუბლიკა

49

  ლიხტენშტაინის სამთავრო

50

  ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51

  მავრიკის რესპუბლიკა

52

  მალაიზია

53

  მალტის რესპუბლიკა

54

  მექსიკის შეერთებული შტატები

55

  მონაკოს სამთავრო

56

  მოლდოვის რესპუბლიკა

57

  მონტენეგრო

58

  ნიდერლანდების სამეფო

59

  ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60

  ნორვეგიის სამეფო

61

  ომანის სასულთნო

62

  პანამის რესპუბლიკა

63

  პოლონეთის რესპუბლიკა

64

  პორტუგალიის რესპუბლიკა

65

  რუმინეთი

66

  რუსეთის ფედერაცია

67

  საბერძნეთის რესპუბლიკა

68

  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69

   სან-მარინოს რესპუბლიკა

70

  საუდის არაბეთის სამეფო

71

  საფრანგეთის რესპუბლიკა

72

  საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73

  სეიშელის კუნძულები

74

  სენტ-ვისენტი და გრენადინები

75

  სერბეთის რესპუბლიკა

76

  სინგაპურის რესპუბლიკა

77

  სლოვაკეთის რესპუბლიკა

78

  სლოვენიის რესპუბლიკა

79

  სომხეთის რესპუბლიკა

80

  ტაილანდის სამეფო

81

  ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82

  უზბეკეთის რესპუბლიკა

83

  უკრაინა

84

  უნგრეთი

85

  ფინეთის რესპუბლიკა

86

  ქუვეითის სახელმწიფო

87

 ყირგიზეთის რესპუბლიკა

88

  ყაზახეთის რესპუბლიკა

89

  შვედეთის სამეფო

90

  შვეიცარიის კონფედერაცია

91

  ჩეხეთის რესპუბლიკა

92

  წმინდა საყდარი

93

  ხორვატიის რესპუბლიკა

94

  ჰონდურასის რესპუბლიკა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში გაზაფხულზე შეტანილი შესწორებების შესაბამისად, მთავრობას უნდა დაემტკიცებინა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და 1 წლით დარჩენას შეძლებდნენ.

ამ ნაბიჯით საქართველომ გადახედა სექტემბერში ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის პროექტიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოამზადეს.

სექტემბერში ამოქმედებული ცვლილების თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვ. გაუუქმდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, ხოლო ევროკავშირის, NATO-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენას დააპირებდა, ვალდებული იყო საემიგრაციო ვიზა აეღო. აღნიშნული რეგულაცია, მათ შორის იმ ქვეყნებზეც ვრცელდებოდა, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი მოქმედებდა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^