„სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შედარებით მცირე რაოდენობით დაიბეჭდება“, - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ქსელში ვარგისი მარაგი არსებობს.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგი წლიდან პირველი-მეექსვე კლასის სახელმძღვანელოები ქსელიდან მთლიანად ამოგვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ვარგისი მარაგი, რომელიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, წელს დასაბეჭდი სახელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდება, მაგრამ მომავალ წელს გარკვეულ კლასებში უკვე ახალი სახელმძღვანელოები იქნება“, - განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის განმარტებით, მოხდა წიგნების ინვენტარიზაცია და, ფაქტობრივად, ყველა წიგნი ფიზიკურად შემოწმდა.
„ხარისხი შენარჩუნებულია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქაღალდისა და წიგნის ხარისხი 2013 წლიდან მოყოლებული ბევრად გაუმჯობესდა“, - განაცხადა სანიკიძემ.