თბილისის მერიის განცხადებით, გმირთა მოედნის ესტაკადისა და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე პარასკევს, 12 ივნისს, 9:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.