Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „რუსთავი2-ის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

12 ივნისი, 2015 19:41

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“. შესაბამისად, საქართველო ასეთ სიაში ვერ მოხვდებოდა“, -  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

„რუსთავი2-ზე“  2015 წლის 11 ივნისს, 9 საათზე „კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის დისკრედიტაციას.

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმი არ არსებობს. სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზები და პრობლემები არის 2004-10 წლებში ამ სფეროში წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაც გამოავლინა 2013 წლამდე წარმოებულმა იკაო-ს აუდიტმა. ტრანსპორტის სფეროში დაწყებული რეფორმა წარმატებით ხორციელდება, რაც დადასტურებულია 2013 წელს სააგენტოში წარმოებული არაერთი საერთაშორისო აუდიტით, 2007 წლის შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. იკაო-ს 2013 წლის აუდიტის დასკვნის თანახმად, აშკარაა  მნიშვნელოვანი პროგრესი სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ხარვეზებიც. კერძოდ, იკაო-მ დაადგინა, რომ 2007-2013 წლებში ავიკომპანიებზე სერტიფიკატების გაცემის პროცესი გადახედვას საჭიროებდა. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურებოდა 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე სააგენტოს მიერ ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადებული მორატორიუმი, რაც გარკვეული წრეების მიერ შეფასდა, როგორც ბიზნესისთვის დაბრკოლების შექმნა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^