„შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპარტრულო პოლიცია და ასევე ჩვენი ჯარი არის მთლიანად მობილიზებული. მთელი საღამოს განმავლობაში, რაც სტიქია დაიწყო, ეხმარებიან მოსახლეობას. მე შემიძლია დაზუსტებულად გითხრათ, რომ ამ დროისათვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, ასევე, დაშვებულების რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მაშველებმა უზნაძის ქუჩაზე სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს, შეზღუდული შესაძლებლობის პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. ასევე, მაშველებმა წყალი ამოტუმბეს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობიდან. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა და იქაც მიმდინარეობს ამ დროისათვის, და სავარაუდოდ უკვე დასრულებული იქნება სამაშველო ოპერაცია. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს წყნეთშიც, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ყველაზე რთულ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე.
[...]
თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევას ვადასტურებ და მოსახლეობას გვინდა მოვუწოდოთ არ აყვნენ პანიკას, დარჩნენ სახლებში და არ გამოვიდნენ ქუჩაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს ამ ცხოველების უკან დაბრუნების პროცესი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.