სტიქიის პირველივე წუთებიდან, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსით თავდაცვის სამინისტრო სამაშველო პროცესშია ჩართული, - „ლიბერალი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
მათი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია საინჟინრო ბრიგადა და ლოჯისტიკის სამსახურიც.
„ადგილზე ჯარისკაცები არიან მობილიზებულები. ვაკე-საბურთალოს მიმართულებაზეა სამხედრო გენერალური შტაბი და ხელმძღვანელობა, ასევე, მინისტრის მოადგილეები, ადმინისტრაცია. ყველანი ადგილზე არიან, ეცნობიან ვითარებას და მზად არიან ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება იქნება, მიღებული იქნას გადაწყვეტილება, როგორც ადამიანური რესურსის, ასევე, ტექნიკური და მატერიალური საშუალებების გაზრდაზე“, - უთხრეს „ლიბერალს“ თავდაცვის სამინისტროში