მთელ ქალაქში საკმაოდ რთული ვითარებაა, ისეთი, აქამდე რომ არ ყოფილა. სიტუაცია კონტროლირებადია. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, მთელი მთავრობა და მერია - აცხადებს პრემიერ-მნისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, ყველა ოჯახი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.
„ვიცი, რომ ბევრი სახლი დაინგრა. ძალიან მაგრად იმუშავებს ჩვენმა მაშველებმა, პატრულმა, პოლიციამ. ყველა მობილიზებულია. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ სიტუაცია კონტროლირდება და ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოსაფხვრელად" - თქვა ღარიბაშვილმა.