ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ ფხალაძის ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორია დატოვა 13-მა მგელმა, 6-მა ლომმა, 6-მა ვეფხვმა და 7-მა დათვმა.
მისივე ინფორმაციით, მათგან უკვე დაძინებულია ერთი დათვი და ერთი ლომი. დანარჩენებს თბილისის ქუჩებში ეძებენ.
„საკმაოდ საშიშები არიან და მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, თავი შეიკავონ ქუჩებში სიარულისგან“, - ამბობს თეიმურაზ ფხალაძე.