„ვინაიდან საკმარისი რაოდენობაა, ვთხოვ სხვებს, რომ დარჩნენ სახლებში“, - ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯგუფი, რომელიც უკვე შედგა, იმუშავებს ინტენსიურად და დაეხმარება მერიის სამსახურებს ყველა ტერიტორიის გაწმენდაში.
„მოხალისეების რაოდენობა ამ ეტაპისთვის არის სავსებით საკმარისი, ისინი გადანაწილდებიან 5 ძირითად ლოკაციაზე. მეტი საჭიროება არ გვაქვს. მე მინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა რანდენიმე საათის წინ მოქალაქეებს მოუწოდა გმირთა მოედანზე შეკრებისკენ.