
„ამ წუთებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ურეკავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარების კონკრეტული გეგმით“, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
„გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე.