
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაბინძურებული ხეობის დასასუფთავებლად მზიურის ბაღში ასობით მოხალისეა შეკრებილი.
მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე დილიდან იმყოფებიან, შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელთან ერთად ცდილობენ სტიქიის შედეგად დალეწილი ხეების ქვეშ მოყოლილი მანქანების გამოყვანას.
მოხალისეების რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.