Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წყნეთის ქუჩის მცხოვრები: 2012 წლიდან ვითხოვდი, ჩვენთვის ყურადღება მოექციათ

15 ივნისი, 2015 21:07

წყნეთის ქუჩაზე მე-13 კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან გვიან ღამით ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი დილიდან ისევ წყნეთის ქუჩაზეა. მიუხედავად იმისა, რომ სახლებში შესვლა არ შეუძლიათ, მთელ დღეს ეზოში ატარებენ.

მზია მოსიკაშვილის საცხოვრებელი სახლის კიბეები ჰაერშია. მდინარე ვერეს ნაკადმა მისი კუთვნილი ავტოფარეხი და სახლამდე მისასვლელი გზა მთლიანად მოგლიჯა. მოსიკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და პირდაპირ მათი სახლებისკენ მიმართეს გვირაბი, ყოველ თვე შეჰქონდა განცხადება კეთილმოწყობის სამსახურში, დახმარების თხოვნით.

„ყოველ თვე ვემუდარებოდი კეთილმოწყობის სამსახურს, დიდი ქვები ჩაელაგებინათ, რომ სახლს ძირი არ გამოსთხროდა. არავინ მომისმინა. პირადად მყავს გიგი უგულავა ნანახი, პირადად დამპირდა, რომ დამეხმარებოდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს რომ მივედი, წინა თვეში, მითხრეს, რომ განიხილავდნენ საქმეს. დადგნენ და განიხილონ ახლა. მე უკვე უსახლკაროდ ვარ დარჩენილი. უსახკლაროდ დარჩენის გარდა, წყნეთის მოსახლეობას სხვა პრობლემაც აწუხებს. მათი თქმით, სასტუმროში მხოლოდ სამი დღით გაჩერების უფლება აქვთ. გამგეობის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ სამი დღის შემდეგ ქირით მოუწევთ გასვლა. „გვეუბნებიან, რომ 500 ლარის ფარგლებში უნდა მოვნახოთ ბინა. 500 ლარად ბინა როგორ მოვნახოთ. ჩვენი ოჯახი ექვსსულიანია. სულ მცირე 3-ოთახიანი ბინა მაინც გვჭირდება“, - ამბობს წყნეთის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრებელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^