დღეს დილიდან სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ პროცესში მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. მათი ერთი ნაწილი იმ ადგილის გაწმენდას ცდილობდა, სადაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი იყო განთავსებული.
თამაზ ელიზბარაშვილი 14 ივნისს ძაღლების საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნის იდეით გამოვიდა.
„ყველაფერი ცუდი, უკეთესობისთვის ხდება! ალბათ, დრომ მოიტანა სულ სხვა რელსებზე გადასულიყო ჩემი თავშესაფარი. საზოგადოების არნახულმა მხარდაჭერამ მაფიქრებინა ამ იდეის რეალიზება... მეგობრებო, ხომ არ დადგა დრო, ერთიანი ძალით დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს?! რადგან პატარა და დიდი ქველმოქმედება არ არსებობს, მაქვს იდეა, გავაკეთოთ საზოგადოებრივი თავშესაფარი. ყველამ შევიტანოთ წვლილი იმ დიდ საქმეში, რასაც ძაღლების გადარჩენა ჰქვია", - წერს facebook-ში თამაზ ელიზბარაშვილი.