ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის 74 ნომერში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სტიქიამ 2 ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 6-მეტრიანი კედლის ჩამონგრევამ სახლამდე მისასვლელი ჩახერგა. ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის დროს მუდმივად ზიანდება სახლის კედლები.
შემთხვევის ადგილი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
„მეწყერი დაიძრა პატარა ადგილას. ეს მოსალოდნელიც იყო ასეთი წვიმისა და სტიქიის შემდეგ, რაც თბილისში დაფიქსირდა. ჩამოიშალა მიწის მცირე ნაწილი, რასაც აღვადგენთ და კედლებსაც გავამაგრებთ“ - განაცხადა ჩიკვილაძემ.