„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში „მზიურის პარკის“ ტერიტორიას მაშველები და მოხალისეები ტოვებენ.
როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ევაკუაცია ვერის ხეობაშიც არის გამოცხადებული.
როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა უთხრა, მაშველები ტერიტორიის სიახლოვეს დარჩებიან. ამასთან, ახალ გზაზე მდებარე პოლიციის შენობასთან სამხედროები, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.