ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან ამ დროისთვის დაკარგულია ვეფხვი და აფთარი.
„ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია. ზოლებიანი აფთარიც. ის საშიში არ არის. ზოოპარკის ცხოველია და საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, გაურკვეველია, ცოცხლები არიან, გაქცეულები თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფებიან, რომელიც ზოოპარკის ტერიტორიაზე ბევრია", - თქვა გურიელიძემ.