Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯიბუტი: დადგენილებით, პასუხისმგებლობა მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკისრება

17 ივნისი, 2015 22:07

ცხოველთა დამცველი, ორგანიზაცია „ჰუმანიმალის“ წამომადგენელი სოფო ჯიბუტი მიიჩნევს, რომ ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხი თბილისის მერიის სსიპ-მ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უნდა აგოს.

როგორც ის „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს,  სააგენტო სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მოსახლეობა აგრესიული ცხოველებისგან დაეცვა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდებაში არ არის განსაზღვრული შინაური და გარეული ცხოველები, ორივე სააგენტოს კომპეტენციაში შედის. თუ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ის სახელმწიფო უწყებამ უნდა აიღოს და არა ზოოპარკმა, რომელიც სახელმწიფო უწყება არ არის და რომლის კომპეტენციაშიც ეს არ შედის. პასუხი სააგენტომ უნდა აგოს“, - უთხრა „ლიბერალს“ ჯიბუტმა.

თბილისის საკრებულოს #17-56 დადგენილებით, რომელიც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდებას ამტკიცებს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საგანგებო სიტუაციების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება ევალება.

დადგენილებაში „საგანტებო სიტუაციები“ განმარტებულია, როგორც გარეული ცხოველებისა და ქვეწარმავლების შემოსევა და სხვა მსგავსი სიტუაციები. დადგენილებით, სააგენტოს ფუნქციაა, „დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში - საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის“.

2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას;

ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას;

ვ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას;

3. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლება აქვს:

გ) გამოძახებებზე და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისა და შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადების მიზნით, გამოიყენოს სათანადოდ შეფერილი და ციმციმა-ხმოვანი მოწყობილობებით აღჭურვილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;“ - ნათქვამია დადგენილებაში.

„ლიბერალის“ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სოფო ჯიბუტის განცხადებაზე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ ფხალაძე ამბობს, რომ მან შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს „თუ რამე პრეტენზია აქვს“. 

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ზურაბ გურიელიძის დაკითხვას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლევან ვეფხვაძესე ესწრება. პროკურატურაში შესვლისას თბილისის ზოოპარკის დირექტორს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პროკურატურამ გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.  

რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^