Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ზურაბ გურიელიძის ერთ-ერთი პირველი დამცველი მე ვიქნები

17 ივნისი, 2015 23:25

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საგანგებო შტაბის სხდომას თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ესწრება.

„ის, რაც დღეს და ზოგადად ამ დღეების განმავლობაში მოხდა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მძიმე იყო. ამ ვითარებაში ერთ-ერთი გამორჩეული კი ბატონი ზურაბ გურიელიძეა. თუ ვინმე ბატონი ზურას დამცველი იქნება, ერთ-ერთი პირველი მე ვიქნები“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, გურიელიძე თავისი საქმის ღირსეული პროფესიონალია.

„ყველაზე მეტად ალბათ თქვენ განიცადეთ ის, რაც მოხდა“, - მიმართა პრემიერმა ზოოპარკის დირექტორს.

ღარიბაშვილმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ყველა ადამიანმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და პოლიტიკური სპეკულაციების შემოტანას არ უნდა შევეცადოთ“, - აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერმა ზოოპარკის გარეთ არსებულ მტაცებელ ცხოველებზეც ისაუბრა და საზოგადოებას ქუჩაში მათი დაფიქსირების შემთხვვაში 112-ზე დროულად დარეკვისკენ მოუწოდა. 

"რაც შეეხება იმას, რომ დღეს ადამიანი გარდაიცვალა, ამის თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო მოკვლევა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სხვადასხვა ადამიანი იყოს მოწმის სახით დაკითხული, თუმცა, ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურები. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს მაღალი ალბათობით ტრაგიკულ, უბედურ შემთხვევასთან. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რომელიც იმ კონკრეტულ, დაღუპულ ადამიანს შეეხო, თუმცა ახლა მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - თქვა ღარიბაშვილმა.  

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. გამოძიება, სავარაუდოდ, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.  

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც გურიელიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. 

რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^