
ანტიტეტანური ვაქცინაციისთვის პაციენტები მთელი ღამის განმავლობაში მოდიოდნენ, - ამის შესახებ „ლიბერალს" იმუნიზაციის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, მიმართვიანობა საკმაოდ დიდია, ასაცრელად გუშინ დაახლოებით 50-60 პაციენტს მოემსახურნენ.
როგორც იმუნიზაციის ცენტრში ამბობენ, ის ვინც სტიქიის კერაში დაზიანდა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, უფასოდ ცრიან.
რაც შეეხება კერძო დაზღვევის პეციენტებს, ცენტრში ამბობენ, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამგვარ პაციენტებსაც უფასოდ ემსახურებიან, მიუხედავად იმისა, რამდენია სადაზღვევოს თანაგადახდის პროცენტი.
იმუნიზაციის ცენტრი (ტაშკენტის № 10) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.