Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხადური: სტიქიით დაზარალებულებისთვის სახლების ასაშენებლად მიწის ნაკვეთები გამოიყოფა

19 ივნისი, 2015 13:17

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, თბილისში 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ.

როგორც ხადური ამბობს, ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, სახლების მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი გამოყოს. 

„ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმორიცხოს. ჩვენ, მთავრობა და თბილისის მერია კი მიწას გამოვყოფთ მშენებლობისთვის", - ამბობს ხადური.

ხადურის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო დონორებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან.

„აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. გერმანულ მხარესთან, შვეიცარიელებთან, შვედებთან, თურქებთან იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად თბილისში არსებულ ვითარებას", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^