Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ჯაფარიძის ცენტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინადადებით გამოდის

25 ივნისი, 2015 16:22

„ახალი პოლიტიკური ცენტრი" სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინადადებით გამოდის.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალტექნოლოგიურ იარაღს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, არაპროფესიულ „არმიას", არაპროფესიონალ „მებრძლთა" ერთობას არ შეუძლია რაიმენაირად გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მისი თქმით, თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშრებული დისკუსიები მოიცავს არა პროფესიულ და არაპროფესიულ არმიებს შორის არჩევანს, არამედ იმას, თუ რამდენად ყოვლისმომცველად შეიძლება შეასრულოს ტექნოლოგიებმა კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცის როლი. 

„საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს ახალგაზრდების გაწვევა ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სახელმწიფო, ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას აიძულებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯოს ისე, როგორც ამას სახელმწიფო ბიუროკრატია გადაწყვეტს. ამ პროცესის შეფუთვა ხდება ისე, თითქოს ეს იყოს მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, თუმცა ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხადია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. აღნიშნული სისტემა, რომელზეც უკვე უარი თქვა ცივილიზებული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საქართველოში იქცა კორუფციისა და გაჭირვებული ოჯახებისგან გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ფულის გამოძალვის წყაროდ.

ამავე დროს, ფაქტია, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობით არიან მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სურვილით იმსახურონ პროფესიულ არმიაში და წარმატებული სამხედრო კარიერაც გაიკეთონ. ამ ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, სახელმწიფო იყენებს, როგორც უფასო მუშახელს და თან ისე, რომ მათ ჯართან კავშირი საერთოდ არ აქვთ - იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვაში დგომა ან მათ შრომას იყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ისინი, ვინც ვალდებულნი არიან 1 წლით მოწყდნენ თავიანთ საქმეს და, სურვილის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმონ შეიარაღებულ ნაწილში მსახურს, ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. ამ სისტემაზე დახარჯული პირდაპირი თუ ირიბი ხარჯი არის არამიზნობრივი ხარჯი და რეალურად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გაცილებით ეფექტური იქნება ამ ხარჯის პროფესიული არმიისკენ გადამისამართება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ სისტემის გაუქმებას არ სჭირდება არც 4 წელი, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის შემოდგომაზე განაცხადა და არც 4 თვე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^