გაგრის რაიონის მცხორებლები ამბობენ, რომ დაახლოებით 15 წუთში მოხალისეების სახელობის ქუჩა მთლიანად დაიტბორა, იუწყება SPUTNIK-APKHAZIA.RU
„ჩვენთან ადამიანები ცურავენ, მანქანები ცურავენ. დატბორილია ყველა სახლი, კანალიზაციამ ამოხეთქა. ეს ნამდვილი კატასტროფაა,“ - ამბობს გაგრის რაიონის მცხოვრები ინესა ბაგრაჯიანი.
მოსახლეობის ინფორმაციით, დაზარალებულებისთვის სამაშველო სამსახურებს დახმარება არ გაუწევიათ.
ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რუსეთის ფედერაციის ქალაქი სოჭის რამდენიმე რაიონიც. ყველაზე მეტად დაზარალდა ადლერის რაიონი. ხელისუფლებამ რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დატბორილია 400 სახლზე მეტი, ხოლო ევაკუირებულია 20 ოჯახი. ასევე შეჩერებულია 29 სამგზავრო მატარებლი და 31 ავიარეისი გადადებულია.