"შეძენილი თუ დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ჯამში, წელს, ღირებულების თვალსაზრისით იქნება დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე. აქედან დაახლოებით 4 მილიონი ლარი არის პირდაპირ შესყიდული გამომცემლებისგან", - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრამა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმზღვანელოებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.
სანიკიძის თქმით, გასულ წელს განათლების სამინისტროს ორივე ტიპის წიგნების დასაბეჭდად მთლიანად 13 მილიონი ლარი დასჭირდა.
"შარშან დაიბეჭდა მთლიანი რაოდენობის 60%. წელს დაიბეჭდება 30%", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განმარტებით, თანხის შემცირება გამოწივია ორმა ფაქტორმა: მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სახელმძღვანელოების მომხარების კულტურა, რადგან გამოყენებული წიგნების დიდი ნაწილი ხელახლა მოხმარებისთვის ვარგისია და ასევე გაუმჯობესდა წიგნების ბეჭდვის პოლიგრაფიული ხარისხი.
მინისტრის ინფორმაციით, ჩატარდა გამოყენებული სახელმძღვანელოების ფიზიკური ინვენტარიზაცია. ის წიგნები, რომელსაც არ აქვს დაზიანებული ყდა, ფურცლები არ არის დახეული ან არ აქვს აღნიშვნები, მათ დაწერებათ 9 ქულა და მხოლოდ ის შეიძლება მისცეს სკოლამ მოსწავლეს.
სახელმღავნელობის დაბეჭდვასთან დაკავშირებით სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 30 ივნისს 12 საათზე დასრულდება და გაირკვევა გამარჯვებული. თამარ სანიკის თქმით, მათ შეიწავლეს ბაზარი და გამოიკვეთა 12 პრეტენდენტი.
"არც ერთი მოსწავლე სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩება", - ამბობს თამარ სანიკიძე.