Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების ნორმის არაკონსტიტუციურობაზე სარჩელი მიიღო

26 ივნისი, 2015 20:11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარულ მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კამპანია „ეს შენ გეხებას" სარჩელი განსახილველად მიიღო. 

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ნორმები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ამ შემთხვევაში დასაშვებად სცნო, არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი“, - განაცხადა „ლიბერლათან“ საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სწრაფად მიიღო. იურისტი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში არსებითად განხილვა დაიწყება და გადაწყვეტილება სწრაფად იქნება გამოტანილი.

„ეს, რა თქმა უნდა, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - საკონსტიტუციო სასამართლო რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს საკითხს და ასევე იმაზე, თუ რამდენად სცალია საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.

სარჩელი 2014 წლის ნოემბერში მიღებულ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას ეხება. მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვენ. 

„ეს შენ გეხებას" განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება მოახდინოს.

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები, რაც ამას შესაძლებელს ხდის, მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება:

კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა;

კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას;

კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმება, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის (ე.წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების) არსებობას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^