Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

biletebi.ge-მ 4 300 ბილეთის ონლაინგაყიდვა დაიწყო

01 ივლისი, 2015 16:34

BILETEBI.GE-მ UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა განაახლა. 4 300 ბილეთი, რომელთაც biletebi.ge ყიდის, როგორც  ქართველ, ასევე უცხოელ გულშემატკივარზე გაიცემა.

„ნებისმიერს შეუძლია, ჩადგეს რიგში და მიიღოს მონაწილეობა ყიდვის პროცესში“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა, ლაშა ჩხიკვიშვილმა უთხრა, თუმცა მისთვისაც უცნობია, რატომ მიიღო UEFA-მ მათთვის ბილეთების რეალიზაციის დაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორც ის განმარტავს, დანარჩენ 22 000 ბილეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სალაროებში გაყიდის. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის დაიწყება ბილეთების სალაროებში გაყიდვა.

„გულშემატკივრებს შეუნარჩუნდებათ biletebi.ge-ზე ნაყიდი ბილეთები, ახალი ბილეთები კი სალაროებში გაიყიდება. ხვალ გვექნება მოლაპარაკება UEFA-სთან, რა სისტემით გაიყიდება ბილეთები. რამდენიმე დღე დაგვჭირდება მათ დასაბეჭდად" - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

მისი თქმით, ფედერაციას ურჩევნია, რომ გულშემატკივრებს გაყიდვების ძველი მეთოდი შესთავაზოს, რათა ონლაინ გაყიდვების ხარვეზი გამოირიცხოს.

მისი განმარტებით, 2063 გულშემატკივარს, რომელმაც ბილეთები biletebi.ge-ზე შეიძინა, პრობლემა არ შეექმნება. 

გუშინ biletebi.ge-ზე ბილეთების გაყიდვა შეწყდა. როგორც „ლიბერალს“ biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა უთხრა, მათ გაყიდვის შეწყვეტა UEFA-ს თავად შესთავაზეს, რადგან გაყიდვის სიჩქარე საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ბილეთები რამდენიმე დღეში გაყიდულიყო, ამასთან მომხმარებელი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ საათობით რიგში დგომის მიუხედავად ისინი უსაფრთხოების სისტემამ მაინც დაბლოკა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^