Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულები ორ კატეგორიად გაიყო

01 ივლისი, 2015 17:28

13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ სხდომაზე აღნიშნა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზიანის კომპენსირებისთვის მომზადდა სპეციალური წესი, რომლის თანახმად, დაზარალებულთა ორი კატეგორია გამოიყო. პირველს მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლები მდინარემ წაიღო, ან გამაგრებას არ ექვემდებარება. დავით ნარმანიას განცხადებით, ასეთი კატეგორიების ოჯახებისათვის საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.

თბილისის მერის თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ. ასეთ ოჯახებს, ასევე გადაეცემათ საოჯახო ნივთების პაკეტი და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ოჯახები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^