
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენასა და ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.