Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს „დინამო თბილისი" აზერბაიჯანულ „გაბალას" უმასპინძლებს

02 ივლისი, 2015 15:50

დღეს, 20:00 საათზე, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში „დინამო თბილისი" აზერბაიჯანულ „გაბალას" „დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

„დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა: „დინამო" უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე, ხოლო რის ხარჯზე ვაპირებთ ამის გაკეთებას, ამას უშუალოდ თამაშისას ნახავთ. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი კოზირები. ცუდია, რომ დინამოს ახალწვეულებს გუნდთან ინტეგრირებისა და ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ, მაგრამ მათ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგეს".

„დინამოს" ნახევარმცველი მათე ცინცაძე აღნიშნავს, რომ დინამო ახალწვეულებით შეივსო. „ვფიქრობ, შევთამაშდით, დანარჩენი კი დროის ფაქტორია. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ხალხს ვპირდებით, რომ 100%-ით დავიხარჯებით და ვიბრძოლებთ. დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება“, - ამბობს ცინცაძე.

დღეს მატჩის შესახებ „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ მიმართვა გაავრცელა: „ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას - ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს - პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და, განსაკუთრებით, აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას“.

დღესვე „ცხინვალი" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რუმინულ „ბოტოშანს" სტუმრად დაუპირისპირდება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^