Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის უფლებების დაცვის საკითხზე პროფკავშირებმა საკრებულოს კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა

08 ივლისი, 2015 14:35

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ თანაშრომლობის მემორანდუმზე მოაწერეს ხელი.

„ჩვენ შორის გამოკვეთილია საერთო მიზნები, ხედვა და ამოცანები. მემორანდუმი გაფორმდა  ადამიანის შრომის უფლებების დაცვის კუთხით და ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის ნება“, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,  მემორანდუმის გაფორმება ერთობლივი ინიციატივა იყო.

„წარმატებულმა თანამშრომლობამ და ადამიანის უფლებების დაცვამ ბიძგი მისცა ამ ურთიერთობის გაღრმავებას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

 „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების პოლიტიკის ნაკლებობაა, საკრებულოს აქვს ამბიცია, რომ თბილისში მაინც იყო უსაფრთხო გარემო. ამისათვის არსებობს უამრავი მექანიზმი. იურიდიული კუთხით ჩვენ ვხედავთ ამის პოტენციალს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა, - „ჩვენი სტრუქტურა მზადაა, ჩაერთოს სამუშაოებში და ხელი შეუწყოს ადამიანების კეთილდღეობას. სოციალური დიალოგი კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობდეს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და ორიენტირებული იყოს პრობლემების მოგვარებაზე“.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^