თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს 7:00 საათზე მცირე ზომის მეწყერი ჩამოწვა - ამის შესახებ „ლიბერალს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.
სააგენოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დაზიანდა გაზსადენი მილი და ისიც საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია" - უთხრეს „ლიბერალს" სააგენტოში.
ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.
„გაცნობებთ, რომ 9 ივლისს სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა.
კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე" - ნათქვამია ყასტრანსგაზის განცხადებაში.