Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი: სტიქიით გამოწვეული ზარალი 70 მილიონი ლარია

16 ივლისი, 2015 15:42

თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიას 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი მონაცემი - ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა ზოოპარკის გადატანის ხარჯთან ერთად, თანხა 200 000 მილიონამდე  იქნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

ვიცე-მერმა თბილისის ბიუჯეტში ამ დროისთვის არსებული და უკვე გადანაწილებული თანხების შესახებ ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 15 959 000 ლარია გადანაწილებული. აღნიშნული თანხიდან 12 007 000 მობილიზებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2.441.000 ლარი მერიამ შიდა რესურსის გადანაწილებით მიიღო,  ხოლო კერძო სექტორიდან მობილიზებული 1.511.000  ლარითა და სხვა საბიუჯეტო რესურსებით გამგეობები დაზარალებული მოსახლეობის  საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების შეკეთებას უზრუნველყოფენ. 

გარდა ამისა, ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც შემოწირულობა გაიღო.

„სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით ხდება შესაძლებელი დაზარალებული 50-მდე ოჯახის მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა, - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოქალაქეებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 5 ივლისს დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის  ამოქმედების შედეგად, განაცხადი უკვე მიღებულია სტიქიით დაზარალებული 7 ოჯახისგან. სულ 37 ადამიანისთვის სპეციალურად გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი 1 657 453 ლარი  უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება.

 „მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის,  განსახლებისა და  სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა  18 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც ხელმისაწვდომია 10 მილიონი ლარი. აქ გასაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდ ქართუს“ და მის დამფუძნებელს იმისთვის, რომ წესით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ჩარიცხავს 8 მილიონ ლარს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^