Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოკარი“ და „გალფი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

17 ივლისი, 2015 16:47

„ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს," - აცხადებს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“.

კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა განცხადება. რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი დადებითად აფასებენ საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობას.

„დაწყებული 2014 წლის ნოემბრიდან აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან, პასუხი გასცა ყველა შეკითხვას და მიეწოდათ ყველა დოკუმენტი მოთხოვნილებისამებრ. წარედგინათ დოკუმენტალურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები. სამწუხაროა, რომ არ მოხდა მათი გათვალისწინება და კომპანიას წარედგინა სერიოზული ჯარიმა," - აღნიშნულია განცხადებაში.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ აცხადებენ, რომ კომპანიას არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა და ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციას, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში „გალფი“ ასაჩივრებს. „ჩვენთვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და ჯარიმის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი") ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში. ის გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს. მისი ფინანსური ანგარიშები მსოფლიოს „დიდ ოთხეულში“ შემავალი კომპანია Deloitte-ის მიერ არის აუდიტირებული“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგად კონკურენციის სააგენტომ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ 14 381 384 ლარით, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 11 267384, „რომპეტროლ საქართველო“ - 10 845 806, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 10 426 393, „ლუკოილ ჯორჯია“ - 4 740 260 ლარით დააჯარიმა. მათთან ერთად დაჯარიმდა კიდევ 24 ეკონომიკური აგენტი და ჯარიმების ჯამურმა რაოდენობამ 55 მილიონი ლარი შეადგინა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^