Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► სისტემური ძალადობა ისევ გრძელდება - საპროტესტო აქცია ლევან აბზიანიძის საქმეზე

17 ივლისი, 2015 22:17

„ძირს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა!", „მოძალადე პოლიციას - არა!", „სახელმწიფო კლავს", „დროა, იმოქმედო!" - მოქალაქეების ჯგუფი ნარკოტესტირების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის საქმეზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ტარნსფარანტებით შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების თქმით, აბზიანიძის გარდაცვალებაში ბრალი სახელმწიფოს მიუძღვის, რაც ძალადობრივ ნარკოპოლიტიკაში ვლინდება.

„აბზიანიძის საქმით ნათლად ჩანს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, ფაქტია, რომ პოლიცია უკვე ხალხს კლავს. პირდაპირ ცეცხლს არ უხსნის, მაგრამ ამისთვის ნარკოპოლიტიკას იყენებს. ლევან აბზიანიძის ოჯახი მოითხოვს, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის, საჭიროა, მთლიანად პოლიტიკის, დამოკიდებულების ცვლილება", - ამბობს „ლიბერალთან" საუბრისას აქციის მონაწილე რატი ავალიანი.

აქციის მონაწილეებმა, ასევე გაიხსენეს ლიკა კიკიანი საქმე და აღნიშნეს, რომ პოლიციელების მხრიდან სისტემურ ძალადობა ისევ გრძელდება.

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე კაკო ჩიქობავა ამბობს, აბზიანიძის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჩიქობავა მიიჩნევს, აბზიანიძის საქმე არაადეკვატური მუხლით არის დაკვალიფიცირებული, საჭიროა, ის გადაკვალიფიცირდეს 116-ე მუხლად, რაც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობას.

„ძალადობა კვლავ არის სახელმწიფოში, საჭიროა, აქცია გადაიზარდოს უფრო დიდ სოლიდარობის აქციებში", - ამბობს ჩიქობავა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^