Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: არ ვსვამ კითხვას მოვიგებთ თუ არა რუსეთთან, ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ

22 ივლისი, 2015 0:06

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, იგი არ სვამს კითხვას, მოიგებს თუ არა ბრძოლას რუსეთთან საქართველო, რადგან იცის, რომ მოიგებს.

„მოვიგებთ, რადგან მოგვიგია ისტორიულად, არაერთ ომში და არაერთ იმპერიასთან. ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე. ასეთია ჩვენი ბედისწერა და ისტორია" - თქვა პრეზიდენტმა.

როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა, სტრატეგიული მოთმინება არ არის კომფორტული პლატფორმა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობას ზრდის.

„მიმაჩნია, რომ პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ და უნდა ვიყოთ მომთმენები, თუმცა არცერთმა ქართველომა არ უნდა დასვას კითხვა, წავაგებთ თუ მოვიგებთ ბრძოლას. მე ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს, რომელიც დედამიწაზე ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მიიტაცოს პატარა, მშვიდობიანი სახელმწიფოს ტერიტორიები. აუხსნელია, რა სარგებელს შეიძლება ის იღებდეს ჩვენი დესტაბილიზაციით", - თქვა პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^