Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გომელაური დაამტკიცა

22 ივლისი, 2015 19:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა 83 ხმით დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე 20 ივლისს წარადგინა.

1 აგვისტოდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურები გამოეყოფა და ცალკე ორგანოდ (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ჩამოყალიბდება. ცვლილების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი. 

კანონში განსაზღვრულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი: კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, იგი ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იმავე პირის არჩევა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება ზედიზედ ორჯერ.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო). 

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^