Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა პანორამას“ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა

23 ივლისი, 2015 15:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ „არა პანორამას" აქციაზე დაკავებული 7 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის 100-100 დააჯარიმა, ხოლო 3 პირის მიმართ, რომლებსაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდნენ, საქმის წარმოება შეწყვიტა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 100 ლარით დაჯარიმდნენ ნატა ფერაძე, ანა მამულაშვილი, გიორგი მაქარაშვილი, ელენე ჯაყელი, ირაკლი მგალობლიშვილი, კოსტა ჩაჩანიძე,  და ვახო ქარელი. ხოლო  საქმის წარმოება შეწყდა ალექსანდრე გიორგაძის, ბესო კალაძისა და მარიამ ნანობაშვილის მიმართ. 

„სასამართლომ 166-ე მუხლის შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია ამ პლაკატებზე არსებული წარწერები და ვისაც ეს პლაკატები ეჭირა, ისინი დააჯარიმა 100-100 ლარით, მათ მიმართ კი, ვისაც უშუალოდ დაკავების მომენტში პლაკატები არ ეჭირა, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა" - უთხრა „ლიბერალს" ადვოკატმა მიხეილ ჯახუამ. 

როგორც „ლიბერალს“ პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

20 ივლისის მტკიცებულების სახით პოლიციამ სასამართლო პროცესზე აქციის მონაწილეთა კუთვნილი ფურცლები წარადგინა, რომელზეც „პანორამა თბილისის" შესახებ უცენზურო წარწერა იყო. მათივე მტკიცებით, აქციის მონაწილეებს არა მხოლოდ ტრანსპარანტები ეჭირათ, არამედ ამავე სიტყვებს სკანდირებდნენ, რაც დაკავებულებმა უარყვეს.

შსს-მ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერიც წარმოადგინა, რომელზეც ისმის სიტყვები: „სირცხვილი! სირცხვილი!" - აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ აქციაზე აყვანილ ნატა ფერაძეს და გიორგი მაქარაშვილს სოლიდარობას უცხადებდნენ. ჩანაწერში უცენზურო სიტყვები არ ისმის.

რაც შეეხება მაქარაშვილის დაკავების მიზეზს, როგორც აქციის მონაწილეებმა სასამართლოში თქვეს, მას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტრანსპარანტი ეჭირა უცენზურო წარწერით და პოლიციამ იგი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად დააკავა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ აქციაზე დაკავებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები 19 ივლისს გაათავისუფლა, მამაკაცები კი დროებითი მოთავსების საკნებში გადაიყვანა. 

20 ივლისს აქციაზე დაკავებული ყველა პირი: ირაკლი მგალობლიშვილი, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ ნანობაშვილი, ვახტანგ ქარელი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ნატა ფერაძე, გიორგი მაქარაშვილი, ბესიკ კალაძე და ანა მამულაშვილი გაათავისუფლეს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^