Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „ძველი თბილისი ქალაქის ისტორიაა" - აქცია „პაNOრამა არა"

25 ივლისი, 2015 20:31

„დაანებეთ ისტორიულ ქალაქს თავი“, „ძველი თბილისი ქალაქის ისტორიაა“, „ისტორიას ნუ ანგრევ!“, - დღეს თბილისში აქცია „პაNOრამა არა“ გაიმართა.

„ეს არის პასუხი 19 ივლისს მომხდარ მოვლენებზე, როდესაც ადამიანი დააკავეს, რადგან მას ბანერზე „უწმაწური“ წარწერები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ვრცელდება იმის მიხედვით, თუ რაოდენ ზნეობრივად თვლის ადამიანის მიერ გამოყენებულ სიტყვებს პატრული. ქვეყანაში უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, მე შემიძლია, რაც მინდა ის დავიწერო მაისურზე, სანამ ეს ვინმეს შეურაცხყოფას არ მიაყენებს და არ იქნება სიძულვილის ენა“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას პარტიზანი მებაღე მარიამ ყანჩაველი.

მისი თქმით, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ სურთ მოსახლეობა დააფიქრონ „პანორამას“ პროექტზე. როგორც ის ამბობს, აღნიშნული პროექტისთვის ადგილმდებარეობა ცუდადაა შერჩეული და ის ქალაქის ისტორიულ ნაწილს ანადგურებს.

„ქალაქს თავისი განვითარების რეჟიმი აქვს, რაზეც ყველა ეპოქა თავის კვალს ტოვებს და თუ ჩვენ ეს მოვშთეთ, ეს უკვე თბილისი აღარ იქნება. ამიტომ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ისტორია“, - ამბობს ის.

ორგანიზატორებმა აქციაზე სპეციალური ყუთი მოიტანეს, სადაც ნებისმიერ მსურველს სასურველი თანხის ჩაგდება შეეძლო, რის შემდეგად საჩუქრად მაისურს წერწერით - „ამ ჩემს პანორამას“ მიიღებდნენ.

როგორც ყანჩაველი ამბობს, შეგროვილი თანხით დაკისრებულ ჯარიმებს გადაიხდიან.

თბილისის საკრებულოსთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციის 10 მონაწილე პოლიციამ 19 ივლისს დააკავა. „არა პანორამას" აქციაზე დაკავებული 7 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის 100-100 დააჯარიმა, ხოლო 3 პირის მიმართ, რომლებსაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდნენ, საქმის წარმოება შეწყვიტა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^