
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სოციალურად დაუცველებისთვის ტარიფების სუბსიდირება სახელმწიფოს წლის განმავლობაში 20 მლნ ლარი დაუჯდება.
„აქტიურად ვმუშაობთ სიების დაზუსტებაზე, როგორც ოპერატორებთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც სოციალურად დაუცველთა სია აქვს. სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მნივნელოვანი ფუნქციაა შემოსავლების გადანაწილება იმათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს" - თქვა მინისტრმა.
სემეკის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. ტარიფი 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.
„აუცილებლად იქნება სუბსიდირება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის", - თქვა პრემიერმა.