ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მრჩევლად საზოგადოებასთან ურთიერთბის საკითხებში ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დაინიშნა, - ამის „ლიბერალს" სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შუბლაძის წინამორბედმა თამარ ბოდოკიამ პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და იგი არავის გაუთავისუფლებია. ამასთან, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბოდოკიას წასვლის მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლა გახდა.
ნინო შუბლაძე, რომელმაც „რუსთავი 2" გასულ წელს დატოვა, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და თოქ-შოუს წამყვანი იყო.