Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: ინტერპოლმა კეზერაშვილი წითელი ცირკულარიდან ამოიღო

31 ივლისი, 2015 20:25

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის აცხადებს, რომ ინტერპოლმა კეზერაშვილი წითელი ცირკულარიდან ამოღების გადაწყვეტილება მტკიცებულებების გაცნობის შედეგად მიიღო, საიდანაც იკვეთება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. ადვოკატის კომენტარს „ტაბულა" ავრცელებს.

„კეზერაშვილი მოხსნილია ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან და ის აღარ იძებნება. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც კეზერაშვილის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობდა პოლიტიკური მოტივებით. ამის საფუძველზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და გარკვეულ მტკიცებულებებს ვაწვდიდით ინტერპოლს, რომელიც ადასტურებდა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა. სწორედ ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე უკვე დღეისათვის მიიღო გადაწყვეტილება და ის ამოიღო ძებნიდან. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ კეზერაშვილისთვის, დღევანდელი ქართული მართლმსაჯულებისთვისაც მნიშვნელოვანია", - განუცხადა „ტაბულას" შოთა მინდელმა.

დავით კეზერაშვილი ინტერპოლის სიაში 2013 წლიდან, მას შემდეგ იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში, საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობის გამო, გაათავისუფლეს. კეზერაშვილი ერთ-ერთ საქმეზე საქართველოში გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი რამდენიმე კვირის წინ, 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.

წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის შესახებ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართაც მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^