სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი ერთ-ერთი მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანარჩენ მოადგილეებთან დაკავშირებთ ჯერ ჩამოყალიბებული არაა და მათ ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის გამო გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 1 აგვისტოს დატოვა.
შსს მინისტრის პოსტზე კი სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა. სასჯელაღსრულების მინისტრად კი მღებრიშვილის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი დაინიშნა.
იოსებ გოგაშვილი შსს მინისტრის პირველი მოადგილე 2015 წლის 19 თებერვლიდან იყო. მანამდე მას ეკვავა შემდეგი პოზიციები:
2014-2015 - შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი;
12.02.2014-05.12.2014 - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2013-2014 – შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2012-2013 - შსს-ს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.