Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორბლის ფქვილის რეგლამენტით, ფქვილს უცხო სუნი და გემო არ უნდა ჰქონდეს

03 აგვისტო, 2015 18:44

მთავრობამ 27 ივლისის #376 დადგენილებით,  ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ტექნიკური რეგლამენტით, ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის რეგულირების ერთიანი პრინციპები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა განისაზღვრება.

ტექნიკური რეგლამენტი ხორბლის ფქვილის ბაზარზე განთავსების პირობებს, ხორბლის ფქვილისა და ბიზნესოპერატორის მიმართ ჰიგიენის მოთხოვნებს ეხება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს.

ასევე - ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილი ეტიკეტირებული უნდა იყოს, როგორც „ხორბლის ფქვილი".

ფორტიფიცირებული (გამდიდრებული) ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად უნდა გამოიყენებოდეს ტერმინები: „ფორტიფიცირებული“ ან „გამდიდრებული“, ამათან, ეტიკეტზე მიეთითოს ფორტიფიკანტის დასახელება, რაოდენობა და პროდუქტის სადღეღამისო მოხმარების ნორმა.

რაც შეეხება ხორბლის ფქვილის მიმართ ზოგად მოთხოვნებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, საქართველოს კანონმდებლობის, შესაბამისად, უნდა იყოს უვნებელი და ადამიანის მოხმარებისათვის დაშვებული. ხორბლის ფქვილს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ მწერებს, ის არ უნდა იყოს დაბინძურებული (მათ შორის, ცხოველური წარმოშობის მინარევებით, მკვდარი მწერებით), რომელიც შესაძლოა, რისკს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას.

ხორბლის ფქვილის მიმართ სპეციფიკური მოთხოვნებია, ჰქონდეს ფქვილისათვის დამახასიათებელი გემო, სიმჟავისა და სიმწარის გარეშე. ჰქონდეს დამახასიათებელი სუნი, შმორისა და ობის უცხო სუნის გარეშე.

დადგენილებით, დაუშვებელია ხორბლის ფქვილის დაბინძურება და დასნებოვნება მავნებლებით. დოკუმეტის მიხედვით, დაღეჭვისას არ უნდა იგრძნობოდეს ხრაშუნი.

რეგლამენტით, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, ფქვილის შენახვის ვადად დაადგინონ არა უმეტეს 70% ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობები.

იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ტომრებით დაფასოებული ფქვილის გადაადგილებისას ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი განთავსება პალეტებზე.

ხის პალეტების გამოყენების შემთხვევაში, ისინი უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის - ISPM 15-ის შესაბამისად.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^