სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 3540 ლარი ექნება - საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურეთა ხელფასი განისაზღვრა.
დადგენილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს 2 950 ლარი, ხოლო უფროსის მოადგილეს 2 720 ლარი ექნება.
2 705 ლარით განისაზღვრა გენერალური ინსპექციისა და ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი.
დადგენილებით აღნიშნულ უწყებაში მომსახურე პირებისთვის, ასევე გათვალისწინებულია დანამატების გაცემის პრინციპები. კერძოდ, სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული დანამატი დაერიცხებათ. 1-დან 2 წლამდე − 5%; 2-დან 5 წლამდე − 10%; 5-დან 10 წლამდე −15%; 10 წელი და მეტი − 20%;
დადგენილება ასევე განსაზღვრავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის ყოველთვიური ხელფასის ოდენობას, რაც 23 ლარს შეადგენს. ხოლო მათთვის ყოველთვიურად ხელფასზე დანამატი 9 ლარი იქნება.
დადგენილებით, წოდებრივი სარგოები გათვალისწინებულია სხვადასხვა სამხედრო ან სპეციალური წოდების პირებისთვის. მათ შორის კაპრალისა და პოლიციის რიგითისთვის წოდებრივი სარგო 3 ლარის ოდენობითაა გათვალისწინებული, სერჟანტისთვის - 5 ლარი, ლეიტენანტისთვის - 25 ლარი და ა.შ.
თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების თანდართული დანართები